Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა კვლავ შეახსენა სირიას,

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა კვლავ შეახსენა სირიას,
რომ დაუშვებელია ამ ქვეყნის ტერიტორიიდან ისლამისტი მოიერიშეების შეღწევა ერაყში. გუშინდელ პრესკონფერენციაზე კალიფორნიაში რამსფელდმა განაცხადა, რომ ამგვარი ქმედება თავად სირიისათვის იქნება საზიანო {დონალდ რამსფელდის ხმა}: "შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ, როგორც ჩანს, უკეთ უნდა განუმარტონ სირიის ლიდერებს, რომ მათი პოზიცია ამ საკითხში უწინარესად მათივე ქვეყნისთვის იქნება საზიანო. სირია - ერაყის მეზობელია, და ერაყს არ უნდა მოსწონდეს სირიის ნამოქმედარი. ერაყი სირიის მეზობელი იქნება კიდევ დიდხანს, და ერაყი არის უფრო დიდი, მდიდარი და უფრო ძლიერი სახელმწიფოც იქნება". მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ომი გამოუცხადა საერთაშორისო ტერორიზმს, ვაშინგტონი ქებით მოიხსენიებდა სირიას აქტიური თანამშრომლობისათვის ანტი-ტერორისტულ ომში, თუმცა ამ ბოლო დროს ურთიერთობა სირიასთან დაიძაბა; ვაშინგტონს მიაჩნია, რომ დამასკო არ ღებულობს ქმედით ზომებს, რათა ბოლო მოეღოს ისლამისტ მეამბოხეთა შეღწევას ერაყში.
XS
SM
MD
LG