Accessibility links

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო
9 აგვისტოს საგანგებო სხდომაზე განიხილავს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ კრიზისს. როგორც სააგენტოს წარმომადგენელმა პეტერ რიკვუდმა განაცხადა, საგანგებო სხდომის მოწყობა მოითხოვეს ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ, რომლებიც ევროკავშირის სახელით მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ირანთან. მოელიან, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭო ოფიციალურად გააფრთხილებს ირანს არ განაახლოს თავისი ბირთვული პროგრამა, ვიდრე ხსენებულ სააგენტოს არ ექნება შესაძლებლობა ზედამხედველობა გაუწიოს ამ საქმიანობას, ხოლო მხარეები საგულდაგულოდ განიხილავენ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს.
XS
SM
MD
LG