Accessibility links

logo-print

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა დღეს განაცხადა,

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა დღეს განაცხადა,
რომ უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული იმ პირების მიმართ, ვინც ტერორისტების შემწყნარებლობასა და წახალისებაში იქნება შემჩნეული. "ჩვენ უკვე გვაქვს უფლებამოსილება მოქალაქეობა ჩამოვართვათ ბრიტანელ მოქალაქეებსა და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, რომელთა ქმედება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. განზრახული გვაქვს გავაფართოვოთ ამგვარი უფლებამოსილება, რათა გაადვილდეს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა იმ პირებისთვის, ვინც ექსტრემისტულ საქმიანობაში იქნება შემჩნეული. ჩამოხვიდე და იცხოვრო დიდ ბრიტანეთში - მხოლოდ უფლება როდია. ეს ვალდებულებაცაა პატივი სცე ჩვენს ფასეულობებს, ჩვენი ცხოვრების ყაიდას. ხოლო იმათთვის, ვინც არ იცავს ამ ვალდებულებას და ცდილობს შუღლი გააღვივოს, ან ძალადობას მიმართავს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, აქ არაა ადგილი", - განაცხადა ტონი ბლერმა.
XS
SM
MD
LG