Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამჩატკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ჩაძირული რუსეთის


კამჩატკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ჩაძირული რუსეთის მინი-წყალქვეშა ხომალდის სამაშველო სამუშაოები კვლავაც მიმდინარეობს. გავრცელებული ცნობით,

კამჩატკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ჩაძირული რუსეთის მინი-წყალქვეშა ხომალდის სამაშველო სამუშაოები კვლავაც მიმდინარეობს. გავრცელებული ცნობით,
ეკიპაჟის შვიდივე წევრი ცოცხალია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა მაშველები ჩქარობენ, რადგანაც გაურკვეველია რამდენი ხნის სამყოფი ჟანგბადი რჩება წყალქვეშა ნავში. სამაშველო სამუშაოებში ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ წარგზავნილი სპეციალისტები მონაწილეობენ. მობილიზებულია შესაბამისი ტექანიკა. რუსეთს დახმარების ხელი გაუწოდა იაპონიამაც. 2 დღის წინათ წყალქვეშა ხომალდი, 190 მეტრის სიღრმეზე თევზსაჭერ ბადეში გაიხლართა.
XS
SM
MD
LG