Accessibility links

logo-print

5 აგვისტოს ევროპის კავშირმა ირანს


5 აგვისტოს ევროპის კავშირმა ირანს ეკონომიკური დახმარებისა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წინადადებათა პაკეტი წარმოუდგინა. საუბარია მხარდაჭერაზე, რომელსაც ევროკავშირი

5 აგვისტოს ევროპის კავშირმა ირანს ეკონომიკური დახმარებისა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წინადადებათა პაკეტი წარმოუდგინა. საუბარია მხარდაჭერაზე, რომელსაც ევროკავშირი
ირანს ბირთვული პროგრამის გაუქმების სანაცვლოდ ჰპირდება. ევროკომისიის წარმომადგენელი სტეფან დე რინკი აცხადებდა: (სტეფან რინკის ხმა) " წინადადებათა პაკეტის წარმოდგენა, ცხადია, მიუთითებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებაზე, რომ - ირანისა და ევროკავშირის ურთიერთობები განმტკიცდეს. ახლა უკვე, ჩვენმა ირანელმა პარტნიორებმა უნდა შეისწავლონ და შეაფასონ ეს წინადადებები. მოველით, რომ ირანი არ დაარღვევს პარიზის შეთამხმებას, რომელიც ატომური საწვავის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოების დაკონსერვებას ითვალისწინებს ". ირანს ევროკავშირის წინადადებების შესაფასებლად 2 დღე აქვს. თუმცა, ქვეყნის წარმომადგენელმა ევროკავშირთან მოლაპარაკებებში (ატომურ თემაზე) ჰოსეინ მუსავიანმა უკმაყოფილება უკვე გამოთქვა და ევროკავშირის პაკეტს "მიუღებელი" უწოდა. მუსავიანი ამბობს, რომ ირანი კვლავაც განაახლებს ატომურ საქმიანობას ისფაჰანში.
XS
SM
MD
LG