Accessibility links

logo-print

ერაყში დღეს რამდენიმე ტერაქტი მოხდა.


ერაყში დღეს რამდენიმე ტერაქტი მოხდა. ბაღდადში აფეთქდა ორი დანაღმული ავტომანქანა.

ერაყში დღეს რამდენიმე ტერაქტი მოხდა. ბაღდადში აფეთქდა ორი დანაღმული ავტომანქანა.
ერთი აფეთქება მაშინ მოხდა, როცა გზაზე აშშ-ის სამხედრო პატრული მოძრაობდა. თუმცა, სამხედროებმა მანქანას ცეცხლი მანამდე გაუხსნეს, ვიდრე იგი პატრულს მიუახლოვდებოდა. დაიღუპა მხოლოდ თვითმკვლელი თავდამსხმელინ სამი გამვლელი დაიჭრა. მეორე აფეთქებისას დაიღუპა ორი ერაყელი პოლიციელი. მესამე დანაღმული ავტომანქანა ქალაქ ჰილაში, საგუშაგოს მახლობლად აფეთქდა. დაიღუპა ორი პოლიციელი. სამხრეთი ერაყის ქალაქ ბასრაში, ნაღმის აფეთქების შედეგად, დაიჭრა ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე.
XS
SM
MD
LG