Accessibility links

logo-print

პეკინში, ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის


პეკინში, ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის საკითხებზე მიმდინარე ექვსმხრივ მოლაპარაკებაზე

პეკინში, ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის საკითხებზე მიმდინარე ექვსმხრივ მოლაპარაკებაზე
ჩინეთმა გამოთქვა წინადადება, შესვენება გამოცხადდეს.
როგორც იაპონიის დელეგაციის ხელმძღვანელმა კენიჩირო სასაემ ჟურნალისტებს აცნობა, მოლაპარაკების მონაწილეები ხვალ იმსჯელებენ იმაზე, მიიღონ თუ არა ჩინეთის წინადადება. ჩინეთის სინჰუას სააგენტო, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ ალექსეევზე დაყრდნობით, ავრცელებს ცნობას, რომ ხვალინდელი დილის სხდომის შემდეგ მოლაპარაკებაზე ორკვირიანი შესვენება გამოცხადდება. მოლაპარაკებაში მონაწილეობენ კსდრ-ის, სამხრეთი კორეის, აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთისა და იაპონიის წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG