Accessibility links

logo-print

საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახური აფხაზეთის


საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახური აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობას ურჩევს,

საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახური აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობას ურჩევს,
ჰუმანიტარული ტვირთების მიღებისას საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული საზღვაო სქემით იხელმძღვანელოს. საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურის ცნობით, ამ სქემის გამოყენებით აფხაზეთის პორტებსა და ნავსადგურებში ჰუმანიტარული ტვირთების შეტანა ნებადართულია და ტვირთების კონტრაბანდული გზებით ტრანსპორტირება საჭირო არ არის. სანაპირო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთისთვის განკუთვნილი ტვირთები, საქართველოს სასაზღვრო და საბაჟო შემოწმების შემდეგ, ფოთის გარე რეიდიდან თავისუფლად იმოძრავებენ აფხაზეთისკენ. სწორედ ასე მოხდა აფხაზეთის მიმართულებით ჰუმანიტარული ტვირთით მოძრავი თურქეთის გემის "იბრაჰიმ უსტაოღლუს" შემთხვევაში. ამ გემმა, როგორც სანაპირო დაცვის სამსახური იუწყება, სოხუმისკენ გეზი გუშინ საღამოს აიღო.
XS
SM
MD
LG