Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყნარ ოკეანეში, კამჩატკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან


წყნარ ოკეანეში, კამჩატკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, მესამე დღეა, გრძელდება სამაშველო სამუშაოები

წყნარ ოკეანეში, კამჩატკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, მესამე დღეა, გრძელდება სამაშველო სამუშაოები
რუსეთის ჩაძირული სამხედრო ბატისკაფის გადასარჩენად.
სულ მალე სამაშველო სამუშაოებში უნდა ჩაებან ამერიკელი და ბრიტანელი სპეციალისტები, რომლებიც კამჩატკის ნახევარკუნძულზე უკვე ჩაფრინდნენ და ახლა შემთხვევის ადგილისკენ მიემგზავრებიან. წყნარი ოკეანის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლის, ვიკტორ ფიოდოროვის განცხადებით, წყალქვეშა ნავის ეკიპაჟს ჟანგბადი სამშაბათამდე ეყოფა. [ფიოდოროვის ხმა] "ჩვენი ანგარიშით, ხვალ კიდევ მთელი დღე გვაქვს. დღესაც გვრჩება გარკვეული დრო. გარწმუნებთ, მუშაობა მიმდინარეობს შეუჩერებლად. და იგი არც შეწყდება, სანამ ჩვენს ბიჭებს ზედაპირზე არ ამოვიყვანთ." ბატისკაფში შვიდი მეზღვაური იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას "დამაკმაყოფილებლად" აფასებენ. ადმირალ ფიოდოროვის ვარაუდით, ბატისკაფი სანაპირო მეთვალყურეობის სისტემის ანტენას გამოედო.
XS
SM
MD
LG