Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჩაძირული სამხედრო ბატისკაფის ეკიპაჟის


რუსეთის ჩაძირული სამხედრო ბატისკაფის ეკიპაჟის შვიდივე წევრი პეტროპასვლოვსკ-კამჩატსკიში ჩაიყვანეს.

რუსეთის ჩაძირული სამხედრო ბატისკაფის ეკიპაჟის შვიდივე წევრი პეტროპასვლოვსკ-კამჩატსკიში ჩაიყვანეს.
ბატისკაფმა კამჩატკის ნაპირებთან განიცადა ავარია. სამაშველო ოპერაცია კვირას დილით, ავარიიდან მეოთხე დღეს დასრულდა წარმატებით. ბრიტანეთის წყალქვეშა აპარატმა "სკორპიონმა" გადაჭრა ბაგირები და ბადეები, რომლებშიც იყო გახლართული ბატისკაფი 200 მეტრის სიღრმეზე. ამის შემდეგ აპარატმა დამოუკიდებლად ამოყვინთა ზღვის ზედაპირზე. რუსეთმა დიდი ბრიტანეთის გარდა დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებსა და იაპონიასაც, რომლებმაც აგრეთვე გააგზავნეს გემები კატასტროფის ადგილზე.
XS
SM
MD
LG