Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ფინანსთა მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ


ისრაელის ფინანსთა მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობიდან გამოვიდა

ისრაელის ფინანსთა მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობიდან გამოვიდა
ღაზის სექტორიდან ჯარების გაყვანისა და ებრაული დასახლებების ევაკუაციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. გადადგომის შესახებ განცხადება ნეტანიაჰუმ პრემიერ-მინისტრ არიელ შარონს კვირას გადასცა მთავრობის სხდომაზე. მიუხედავად ამ დემარშისა მთავრობამ მოიწონა ღაზის სექტორიდან გასვლის გეგმა. სხდომაზე არიელ შარონმა განაცხადა: "ჩვენ ყოველ ღონეს ვიხმართ ებრაულ დასახლებათა წარმატებული ევაკუაციისათვის, რომლის დაწყება მთავრობას 15 აგვისტოსთვის აქვს დაგეგმილი. ეს საპასუხისმგებლო და მძიმე ნაბიჯია, მაგრამ იგი ძალზე მნიშვნელოვანია ისრაელისთვის და უნდა განხორციელებულ იქნეს იმ ვადების მკაცრი დაცვით, რომელიც მინისტრთა კაბინეტმა დაადგინა და პარლამენტმა მოიწონა."
XS
SM
MD
LG