Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ლონდონში დაიწყო 3 პირის


დღეს ლონდონში დაიწყო 3 პირის სასამართლო პროცესი

დღეს ლონდონში დაიწყო 3 პირის სასამართლო პროცესი
21ივლისს ტერორისტული აქტების მოწყობის მცდელობასთან დაკავშირებით. მეოთხე ეჭვმიტანილი რომშია დაპატიმრებული. როგორც მისმა ვექილმა განაცხადა, ეს ადამიანი არაა თანახმა საკუთარი ნებით მოხდეს მისი ექსტრადიცია დიდ ბრიტანეთში. ოთხივე პირს ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრება. 21 ივლისის საქმესთან დაკავშირებით კიდევ 3 ეჭვმიტანილსა აქვს წაყენებული ბრალდება. კვირას დიდ ბრიტანეთში ზამბიიდან ჩაიყვანეს ჰარუნ ასვათი, რომელიც 7 ივლისს ლონდონში მომხდარი ტერაქტების მთავარ ორგანიზატორადაა მიჩნეული. ლონდონის მეტროსა და ავტობუსში მოწყობილი აფეთქებების შედეგად, ოფიციალური მონაცემებით 52 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG