Accessibility links

logo-print

დიდი ბრიტანეთი ფლობს სარწმუნო ინფორმაციას


დიდი ბრიტანეთი ფლობს სარწმუნო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ექსტრემისტები საუდის არაბეთში ახალ თავდასხმებს ამზადებენ და რომ ისინი უკვე მომზადების დამასრულებელ ეტაპზე არიან.

დიდი ბრიტანეთი ფლობს სარწმუნო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ექსტრემისტები საუდის არაბეთში ახალ თავდასხმებს ამზადებენ და რომ ისინი უკვე მომზადების დამასრულებელ ეტაპზე არიან.
ბრიტანეთის საელჩოს მიერ გამოცემულ სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს თავდასხმები დასავლეთის წინააღმდეგ არის მიმართული და რომ რადიკალები სწორედ იმ ადგილებს უმიზნებენ, რომლებიც დასავლეთთან არის კავშირში. საელჩო ვარაუდობს, რომ ექსტრემისტთა სამიზნეს აეროპორტებიც წარმოადგენს. საელჩომ მიმართა გარკვეული რანგის პერსონალს, სურვილის შემთხვევაში დატოვოს საუდის არაბეთი. ორშაბათს, ოდნავ უფრო ადრე, მოსალოდნელი ტერორისტული აქტების გამო, საუდის არაბეთში თავისი დიპლომატიური მისია ორი დღით შეაჩერა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
XS
SM
MD
LG