Accessibility links

logo-print

გაეროს ყოფილი თანამშრომელი, რუსეთის მოქალაქე


გაეროს ყოფილი თანამშრომელი, რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ იაკოვლევი,

გაეროს ყოფილი თანამშრომელი, რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ იაკოვლევი,
რომელიც ორშაბათს დააპატიმრეს ნიუ-იორკში კორუფციის ბრალდებით, თავდებითაა გამოშვებული. იაკოვლევმა მისდამი წაყენებული ყველა ბრალდება აღიარა, მათ შორის ქრთამების აღება იმ კომპანიებისაგან, რომლებიც მონაწილეობდნენ გაეროს ჰუმანიტარულ პროგრამაში "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ". ეს პროგრამა, მოგეხსენებათ, ერაყელი ხალხის დასახმარებლად იყო გამიზნული. დამოუკიდებელმა კომისიამ, რომელიც ამ პროგრამის რეალიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულის ფაქტებს იძიებს, კორუფციაში ხსენებული პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელი, ვეტერანი დიპლომატი ბენონ სევანიც დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG