Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგენტინაში ორშაბათს დაკავებული მილან ლუკიჩი


არგენტინაში ორშაბათს დაკავებული მილან ლუკიჩი

არგენტინაში ორშაბათს დაკავებული მილან ლუკიჩი
პირდაპირ გადაეცემა გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალს ჰააგაში, - განაცხადა სერბია ჩერნოგორიის მინისტრმა ადამიანის უფლებათა საკითხებში რასიმ ლიაჯიჩმა. ბოსნიელ სერბთა გასამხედროებული ფორმირების, "თეთრი არწივების" ყოფილი მეთაური მილან ლუკიჩი 90-იანი წლების დამლევს საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდა. წაყენებული ბრალდების თანახმად ლუკიჩმა, ბოსნიაში სამოქალაქო ომის დროს სამხედრო დანაშაული ჩაიდინა მაჰმადიანების წინააღმდეგ. ჰააგის ტრიბუნალმა დაადგინა, რომ მილან ლუკიჩი უშუალო მონაწილეა 132 ბოსნიელი მაჰმადიანის მოკვლისა ბოსნიის ქალაქ ვიშეგრადში 1992 წელს.
XS
SM
MD
LG