Accessibility links

logo-print

საპარლამენტო არჩევნები პალესტინის ავტონომიაში იანვარში


საპარლამენტო არჩევნები პალესტინის ავტონომიაში იანვარში გაიმართება.

საპარლამენტო არჩევნები პალესტინის ავტონომიაში იანვარში გაიმართება.

გამოაცხადა რა ამის შესახებ ავტონომიის ლიდერს მაჰმუდ აბასს არ დაუსახელებია ზუსტი თარიღი. თავდაპირველად არჩევნები ამა წლის ივლისში იყო დაგეგმილი, მაგრამ გადადებულ იქნა, როგორც თავის დროზე განმარტა აბასმა, საარჩევნო კანონპროექტის თაობაზე აღძრული უთანხმოების გამო. დაჯგუფება "ჰამასი" მიიჩნევს, რომ მაჰმუდ აბასი განზრახ აჭიანურებს დროს, რათა მისმა მოძრაობა "ფაჰდმა" ძალა მოიკრიბოს. პალესტინის პარლამენტის უკანასკნელი არჩევნები 1996 წელს გაიმართა.
XS
SM
MD
LG