Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შტატ ტენესიში პოლიცია დაეძებს


ამერიკის შტატ ტენესიში პოლიცია დაეძებს ციხის ყოფილ მედდასა

ამერიკის შტატ ტენესიში პოლიცია დაეძებს ციხის ყოფილ მედდასა
და მის მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებულ ქმარს. სამშაბათს ღამით, ქალაქ კინგსტონში ჯენიფერ ჰაიატმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს, რომლებსაც სასამართლოს დარბაზიდან გამოჰყავდათ პატიმარი. ერთი პოლიციელი დაიღუპა. თავდამსხმელმა და მისმა ქმარმა მოახერხეს მიმალვა. ორმხრივი სროლისას ქალი, როგორც ჩანს, დაიჭრა. ჯორჯ ჰაიატს შეიარაღებული ძარცვისთვის 35 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა, და მან, მხოლოდ ორი წელი დაჰყო ციხეში. მისი ცოლი ციხეში მსახურობდა მედდად, მაგრამ პატიმრებთან კავშირის გამო - დაითხოვეს.
XS
SM
MD
LG