Accessibility links

logo-print

შელკოვსკის რაიონში, ჩეჩნეთში, დაუდგენელმა პირებმა


შელკოვსკის რაიონში, ჩეჩნეთში, დაუდგენელმა პირებმა ავტომანქანას გაუხსნეს ცეცხლი,

შელკოვსკის რაიონში, ჩეჩნეთში, დაუდგენელმა პირებმა ავტომანქანას გაუხსნეს ცეცხლი,
რის შედეგად გუდერმესის რაიონის მილიციის განყოფილების ოპერრწმუნებული და მასთან ერთად მყოფი ადგილობრივი მკვიდრი დაიღუპა. ჩვენი რადიოს კორესპონდენტის ცნობით, თავდამსხმელებმა მილიციელის იარაღი წაიღეს. გროზნოს სტაროპრომისლოვის რაიონში ხუთმა შეიარაღებულმა პირმა ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელთა ავტომანქანას გაუხსნა ცეცხლი. დაიღუპა ერთი სამხედრო; ორი - დაიჭრა. ვედენოს რაიონში ნაღმის აფეთქების შედეგად შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.
XS
SM
MD
LG