Accessibility links

ისრაელმა და პალესტინის ავტონომიამ შეათანხმეს


ისრაელმა და პალესტინის ავტონომიამ შეათანხმეს გეგმა, რომელიც ღაზის სექტორიდან ისრაელის წასვლის შემდეგ

ისრაელმა და პალესტინის ავტონომიამ შეათანხმეს გეგმა, რომელიც ღაზის სექტორიდან ისრაელის წასვლის შემდეგ
ებრაულ დასახლებებში შენობების დანგრევას ითვალისწინებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, შაულ მოფაზისა და სამოქალაქო საკითხებში პალესტინელთა ავტონომიის მინისტრის მოჰამედ დალჰანის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ობიექტები, რომელთა დემონტაჟს არ განახორციელებს ისრაელი, პალესტინელი და ეგვიპტელი მშენებლების მიერ იქნება დანგრეული. ის მასალა, რომელიც გარემოს უქმნის საფრთხეს, ისრაელში იქნება ჩატანილი და იქვე დაიმარხება. ისრაელის ჯარის გაყვანა და ებრაელ მოსახლეთა ევაკუაცია ღაზის სექტორიდან მომავალ კვირაში დაიწყება. დღეს იერუსალიმში, გოდების კედელთან 50 ათასამდე ისრაელი შეიკრიბა, რათა სამგლოვიარო ლოცვა აღევლინა ღაზიდან გასვლასთან დაკავშირებით.


XS
SM
MD
LG