Accessibility links

ევროპის კავშირმა გაეროს ატომური ენერგიის


ევროპის კავშირმა გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გადასცა რეზოლუციის პროექტი, რომელიც შეიცავს ირანისადმი მოწოდებას,

ევროპის კავშირმა გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გადასცა რეზოლუციის პროექტი, რომელიც შეიცავს ირანისადმი მოწოდებას,
შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა. დიპლომატები ვენაში, სადაც არის განთავსებული სააგენტო, აღნიშნავენ, რომ დოკუმენტი თეირანს მოუწოდებს ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის შეწყვეტას. როგორც იტყობინებიან, რეზოლუციის პროექტი არ შეიცავს მოწოდებას, გაეროს უშიშროების საბჭოში იქნეს განხილული ეს პრობლემა. სააგენტომ დაადასტურა, რომ რეზოლუციის პროექტი მართლაც გადაეცა მას და დოკუმენტის შესახებ დისკუსია ხუთშაბათს გაიმართება. დღეს ირანმა კიდევ უფრო გაამწვავა კრიზისი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დალუქული ერთ-ერთი ობიექტი გახსნა.
XS
SM
MD
LG