Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ ხუთშაბათს


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც სერიოზული შეშფოთებაა გამოხატული - ირანის მიერ

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც სერიოზული შეშფოთებაა გამოხატული - ირანის მიერ
ატომური საქმიანობის განახლების გამო. დოკუმენტი მოუწოდებს თეირანს შეწყვიტოს ურანის გამდიდრება და ყველანაირი ბირთვული საქმიანობა, რომელიც ქვეყანამ მიმდინარე კვირის დასაწყისში ნაწილობრივ განაახლა. სააგენტოს წარმომადგენელი მელისა ფლემინგი ამბობს, რომ რეზოლუციის ტექსტის შემუშავებისას აზრთა სხვადასხვაობა არ გამომჟღავნებულა. (მელისა ფლემინგის ხმა) "ირანთან დაკავშირებული რეზოლუცია კენჭისყრის გარეშე, ერთსულოვნად მივიღეთ. განსხვავებული დამოკიდებულება არავის გამოუხატავს. რეზოლუციის ტექსტი მისაღები იყო მმართეველობის 35-ვე წევრისთვის". თუმცა რეზოლუციის ტექსტში არაფერია ნათქვამი საკითხის გადაცემაზე გაეროს უშიშროების საბჭოსთვის და ირანის წინააღმდეგ მოსალოდნელ ეკონომიკურ სანქციებზე. თუმცა ირანი ხსენებულ რეზოლუციას ჯერ კიდევ მიღებამდე უარყოფდა.
XS
SM
MD
LG