Accessibility links

logo-print

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმედოვნებს


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ერაყის ახალი კონსტიტუციის პროექტის წარმოდგენა დათქმულ ვადაში, 15 აგვისტომდე აუცილებლად მოხერხდება.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ერაყის ახალი კონსტიტუციის პროექტის წარმოდგენა დათქმულ ვადაში, 15 აგვისტომდე აუცილებლად მოხერხდება.
ჯორჯ ბუშმა ეს იმედი მას შემდეგ გამოხატა, რაც ალ-ყაიდა, ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში, მოკვლით დაემუქრა ყველა იმ პირს, ვინც ერაყის ახალ კონსტიტუციაზე მუშაობს. პრეზიდენტმა ბუშმა ახალ კონსტიტუციას უწოდა გარდამტეხი ნაბიჯი იმ გზაზე, რომელიც ერაყის თვითდამკვიდრებისკენ და ქვეყნიდან შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გაყვანისკენ მიდის. იორდანელი ტერორისტის – აბუ მუსაბ ზარყავის მიერ მართულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ერაყის მთავრობამ ქვეყანა მხოლოდ ისლამური კანონებით უნდა მართოს.და კიდევ ერთი ცნობა ერაყიდან – დღეს იქ მეამბოხეებმა სულ მცირე 8 ადამიანი მოკლეს.
XS
SM
MD
LG