Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეამ, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლშია


ჩრდილოეთ კორეამ, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლშია მოქცეული ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო,

ჩრდილოეთ კორეამ, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლშია მოქცეული ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო,
დღეს სრულიად მოულოდნელად, პატიმართა ამნისტია გამოაცხადა. ქვეყნის პარლამენტმა მიიღო დეკრეტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს "დიდი" ამნისტია ეძღვნება ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმის დამყარების სამოცი წლისთავს, როცა კორეა იაპონელთა 45 - წლიანი კოლონიალური მმართველობისაგან გათავისუფლდა. თუმცა, ჩრდილოეთი კორეის საინფორმაციო სააგენტოს ცნობაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რამდენი პატიმარი იქნება გათავისუფლებული, ან კიდევ რა სახის დანაშაულს შეეხება ამნისტია. ესაა პირველი ამნისტია ჩრდილოეთ კორეაში განვლილი სამი წლის მანძილზე. საერთაშორისო თანამეგობრობა მძაფრად აკრიტიკებს ფხენიანს ადამიანის უფლებათა მიუტევებელი დარღვევის გამო. ემნისტი ინტერნეშნელის ყოველწლიურ საანგარიშო მოხსენებაში, რომელიც მაისში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ჩრდილოეთი კორეის მთავრობა კვლავაც ზდუდავს თავის მოქალაქეთა ძირითად უფლებებს და თან ბარბაროსულ რესპრესიულ ზომებს მიმართავს.
XS
SM
MD
LG