Accessibility links

ჩეხეთის რესპუბლიკაში სიცილიური მაფიის ერთ-ერთი


ჩეხეთის რესპუბლიკაში სიცილიური მაფიის ერთ-ერთი ლიდერი ლუიჯი პუტრონე დააპატიმრეს.

ჩეხეთის რესპუბლიკაში სიცილიური მაფიის ერთ-ერთი ლიდერი ლუიჯი პუტრონე დააპატიმრეს.
ჩეხი და იტალიელი პოლიციელების მიერ ერთობლივად განხორციელებული ოპერაციის შედეგად ლუიჯი პუტრონე, რომელიც 1998 წლიდან ემალებოდა მართლმსაჯულებას, ქალაქ უსტი-ნად-ლაბემში დააპატიმრეს. მრავალი მკვლელობის ბრალდებით, იტალიაში პუტრონეს ორჯერ მიუსაჯეს დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა. ამ მკვლელობათა შორის სისასტიკით გამოირჩევა 1996 წელს მომხდარი მკვლელობა ერთ-ერთი მაფიოზის ვაჟისა, რომელიც პოლიციის ინფორმატორი გახდა. იგი გაიტაცეს და მოკლულის გვამი მჟავაში გახსნეს.
XS
SM
MD
LG