Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თანამემამულეებისადმი


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თანამემამულეებისადმი თავისი ყოველკვირეული რადიომიმართვა წარმოთქვა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თანამემამულეებისადმი თავისი ყოველკვირეული რადიომიმართვა წარმოთქვა.
ერაყში შექმნილ ვითარებასთან და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განაცხადა: [ჯორჯ ბუშის ხმა] "ტერორისტები ბრძოლის ველზე ვერ დაგვამარცხებენ. ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებენ, თუ ჩვენ სისუსტეს გამოვიჩენთ. სანამ მე პრეზიდენტი ვარ, ეს არ მოხდება. ერაყიდან ჩვენი ჯარების ვადამდე გამოყვანა ამ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ ღალატი იქნებოდა და სხვებსაც გაუჩენდა ეჭვს იმის თაობაზე, რამდენად მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, თავისუფლება მოვუტანოთ ხალხებს და ტერორიზმთან ბრძოლაში გავიმარჯვოთ. ამიტომ - თუნდაც ჩვენი დაღუპული მებრძოლების წინაშე - მოვალენი ვართ, ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენი მისია და უზრუნველვყოთ თავისუფლებისა და მშვიდობის ზეიმი."
XS
SM
MD
LG