Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს შესრულდა 13 წელი აფხაზეთში


დღეს შესრულდა 13 წელი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან.

დღეს შესრულდა 13 წელი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან.
ომის მონაწილეებმა და აფხაზეთიდან იძულებით ადგილნაცვალმა პირებმა ეს თარიღი თბილისში, გმირთა მოედანზე, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან აღნიშნეს. მათ გვირგვინებით შეამკეს მემორიალი. საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს გაგრძელდა. საბოლოოდ, 1993 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა აფხაზეთი დატოვეს. ომის დროს ორივე მხარეს ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300 ათასამდე ქართველი იძულებული გახდა საკუთარი სახლ-კარი მიეტოვებინა.
XS
SM
MD
LG