Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში კატასტროფა განიცადა კვიპროსის კუთვნილმა


საბერძნეთში კატასტროფა განიცადა კვიპროსის კუთვნილმა თვითმფრინავმა.

საბერძნეთში კატასტროფა განიცადა კვიპროსის კუთვნილმა თვითმფრინავმა.
მიღებული ცნობების თანახმად, დაიღუპა "ბოინგ-737"-ში მყოფი 121-ვე ადამიანი - 115 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი. საჰაერო ხომალდი ლარნაკიდან, ათენის გავლით, პრაღაში მოფრინავდა. იგი ათენის ჩრდილოეთით, მთებში ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზად, როგორც ვარაუდობენ, ჰაერის კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლა იქცა. თუმცა, საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლის, თეოდოროს რუსოპულოსის განცხადებით, გამომძიებლები ჯერჯერობით არც სხვა შესაძლებლობებს გამორიცხავენ. მაშველებმა უკვე იპოვეს ორივე ე.წ. "შავი ყუთი", რომლებიც სპეციალისტებს კატასტროფის მიზეზის დადგენაში დაეხმარება. ავიაკომპანია "ჰელიოს ერუეიზის" კუთვნილი თვითმფრინავის მგზავრებს ძირითადად კვიპროსელები შეადგენდნენ. კვიპროსის მთავრობამ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG