Accessibility links

logo-print

ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის სამართალდამცველმა


ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის სამართალდამცველმა უწყებებმა

ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის სამართალდამცველმა უწყებებმა
დამატებითი ძალები გამოიყვანეს ღაზის სექტორიდან ებრაელთა დასახლებების ევაკუაციის პერიოდში სიმშვიდის უზრუნველყოფის მიზნით. ათასობით ისრაელმა პოლიციელმა გადაკეტა ღაზის მისადგომები, რათა იქ ებრაელთა საპროტესტო აქციის მონაწილეები არ შეეშვა. ეს უკანასკნელნი ცდილობენ, არ დაუშვან ებრაელთა დასახლებების ევაკუაცია ღაზიდან - მიწიდან, რომლის ოკუპაციაც ისრაელმა 1967 წლის ომის შედეგად მოახდინა. ხვალ ათასობით ისრაელი პოლიციელი ჩამოივლის ღაზის სექტორის ყველა დასახლებას, აგრეთვე, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე კიდევ ოთხ დასახლებას, და ებრაელ მოსახლეებს აცნობებს, რომ მათ კიდევ 48 საათი რჩებათ სახლ-კარის ნებაყოფლობით დასატოვებლად.
XS
SM
MD
LG