Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიამ მეორე მსოფლიო ომში კაპიტულაციის


იაპონიამ მეორე მსოფლიო ომში კაპიტულაციის 60 წლისთავი აღნიშნა დღეს.

იაპონიამ მეორე მსოფლიო ომში კაპიტულაციის 60 წლისთავი აღნიშნა დღეს.
ტოკიოში ცერემონიაზე გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ძიუნიტირო კოიძუმიმ ბოდიში მოუხადა იმ ქვეყნებს, რომლებიც იაპონიის მიერ განხორციელებულმა აგრესიამ დააზარალა {ძიუნიტირო კოიძუმის ხმა}: "ჩვენმა ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომში ბევრი ტკივილი და ზიანი მიაყენა სხვა სახელმწიფოებს, განსაკუთრებით აზიაში. თანაგრძნობას ვუცხადებ ყველას, ვინც დაზარალდა. კაპიტულაციის წლისთავთან დაკავშირებით იაპონიის კაბინეტმა გამოაქვეყნა საგანგებო განცხადება - მასში ასახულია ჩვენი შეცდომები წარსულში და გამოთქმულია მტკიცე გადაწყვეტილება - ამიერიდან აღარასოდეს ჩავებათ სამხედრო კონფლიქტში და ვიხმაროთ ყველა შესაძლო ღონე დედამიწაზე მშვიდობის დასამკვიდრებლად", - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც ამჯერად დაარღვია დამკვიდრებული ტრადიცია და არ მისულა იასუკუნის ტაძარში, სადაც მემორიალია აგებული ომში დაღუპული იაპონელი მეომრების, აგრეთვე სიკვდილით დასჯილ სამხედრო დამნაშავეთა ხსოვნის უკვდავსაყოფად. ამგვარი ვიზიტები მძაფრ პროტესტებს იწვევდა აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებში, სადაც იასუკუნის ტაძარი იაპონური მილიტარიზმის სიმბოლოდ აღიქმება. ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკაში ამ დღეებში იაპონური ოკუპაციისაგან გათავისუფლების 60 წლისთავს აღნიშნავენ.
XS
SM
MD
LG