Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა, განმარტა


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა, განმარტა რა თავისი გადაწყვეტილება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა, განმარტა რა თავისი გადაწყვეტილება
ღაზის დატოვების შესახებ, განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში სამუდამოდ ვერ დარჩებოდა. სატელევიზიო მიმართვაში შარონმა ღაზის დატოვებას "მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი" უწოდა. [არიელ შარონის ხმა] "მსოფლიო პალესტინელთა პასუხს ელის - ან სამშვიდობოდ გამოწვდილ ხელს ან ტერორის ცეცხლს. გამოწვდილ ხელს ჩვენ ზეთისხილის რტოს შევაგებებთ, ხოლო ცეცხლს აქამდე არნახული, გააფთრებული ცეცხლითვე ვუპასუხებთ." დღეს ოფიციალურად დაიწყო ღაზის სექტორიდან ისრაელის წასვლა. ღაზაში ისრაელის მოქალაქეთა ყოფნა სამშაბათიდან უკანონოდ ჩაითვლება. ზოგიერთი ებრაელი მოსახლე ევაკუაციაზე უარს ამბობს - მათ საგანგებო შეტყობინებები გაეგზავნათ. თუ მოსახლეები კვლავაც გააგრძელებენ მთავრობის გადაწყვეტილების უგულებელყოფას, ოთხშაბათს სამხედროები ძალით მოახდენენ მათ ევაკუაციას. 8500 მოსახლიდან უმრავლესობამ კომპენსაციის თხოვნით მიმართა ხელისუფლებას, რითაც გამოთქვა მზადყოფნა, დაემორჩილოს ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებას. გარდა ღაზის სექტორის 21 დასახლებისა, დაიწყო მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირზე მდებარე ოთხი ებრაული დასახლების ევაკუაციაც.
XS
SM
MD
LG