Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ


ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დაუნერმა განაცხადა,

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დაუნერმა განაცხადა,
რომ თავის ავღანელ კოლეგასთან შეხვედრისას ამ კვირაში, ავღანეთში ავსტრალიის სამხედრო შენაერთის დაგეგმილ გაგზავნაზე იმსჯელებს. ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა აბდულა ოთხშაბათს ჩავა ავსტრალიაში, საიდანაც შაბათს ახალ ზელანდიაში გაემგზავრება. ამ ორ ქვეყანაში სტუმრობისას აბდულა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრებს: ჯონ ჰაუარდსა და ჰელენ კლარკს, აგრეთვე თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. ავსტრალიამ ივალდებულა მეამბოხეებთან საბრძოლველად ჯარის ელიტური 150-თკაციანი შენაერთი გააგზავნოს ავღანეთში მომავალ თვეს. დაგეგმილია ასევე მომავალი წლის დასაწყისში კიდევ 200 ჯარისკაცის გაგზავნა ავღანეთში აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად. ახალ ზელანდიას 40-ცკაციანი ელიტური სამხედრო შენაერთი ჰყავს მივლინებული ავღანეთში მეამბოხეებთან საბრძოლველად, ხოლო 120-კაციანი ჯგუფი აღდგენით სამუშაოებს ასრულებს ჩრდილოეთ ავღანეთის ბამიანის პროვინციაში.
XS
SM
MD
LG