Accessibility links

ერაყი შესაძლოა ახალ პოლიტიკურ კრიზისში


ერაყი შესაძლოა ახალ პოლიტიკურ კრიზისში ჩაეფლოს, თუ კონსტიტუციის პროექტის თაობაზე არსებული ყველა უთანხმოება

ერაყი შესაძლოა ახალ პოლიტიკურ კრიზისში ჩაეფლოს, თუ კონსტიტუციის პროექტის თაობაზე არსებული ყველა უთანხმოება
22 აგვისტოსათვის არ იქნება მოგვარებული. გუშინ ერაყის პარლამენტმა ერთი კვირით გადადო კონსტიტუციის პროექტის განხილვა. ქურთების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ მომავალი ორშაბათისთვის ძირითადი კანონის პროექტი არ იქნება მზად, მაშინ პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო. შიიტები, ქურთები და სუნიტები საკონსტიტუციო კომისიაში ვერა და ვერ შეთანხმებულან ისეთ ძირითად საკითხებში, როგორიცაა სახელმწიფოს ფედერაციული მოწყობა, ისლამის როლი ქვეყნის ცხოვრებაში და ბუნებრივი რესურსების განაწილება.
XS
SM
MD
LG