Accessibility links

logo-print

რუსი დიპლომატის კონსტანტინ პულიკოვსკის თქმით


რუსი დიპლომატის კონსტანტინ პულიკოვსკის თქმით,

რუსი დიპლომატის კონსტანტინ პულიკოვსკის თქმით,
ჩრდილოეთი კორეის პრეზიდენტი კიმ ჩენ ილი "პოზიტიურად" უყურებს მრავალმხრივ მოლაპარაკებას 6 ქვეყნის მონაწილეობით, რომლის მიზანია დაიყოლიოს ფხენიანი - უარი თქვას თავის ბირთვულ პროგრამაზე. სააგენტო ინტერფაქსს პულიკოვსკიმ უთხრა, რომ ფხენიანში სტუმრობისას ამ კვირაში რამდენჯერმე შეხვდა კიმ ჩენ ილს და მოისმინა მისი აზრი ხსენებული მოლაპარაკების შესახებ. კონსტანტინ პულიკოვსკი, რომელიც პრეზიდენტ პუტინის საგანგებო წარგზავნილია შორეულ აღმოსავლეთში, იაპონელთა კოლონიალური მმართველობისაგან კორეის გათავისუფლების სამოცი წლისთავთან დაკავშირებით ეწვია ფხენიანს. პულიკოვსკიმ მოიყვანა კიმ ჩენ ილის ნათქვამი იმის შესახებ, რომ "არ გამორიცხავს" ჩრდილოეთი კორეის ხელახლა მონაწილეობას ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაში, თუ შეერთებული შტატების მხრიდან აღარანაირ მუქარას არ ექნება ადგილი. რუსეთი ერთ-ერთი მონაწილეა ფხენიანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მიმდინარე მრავალმხრივი მოლაპარაკებისა შეერთებულ შტატებთან, ჩინეთთან, იაპონიასა და კორეის ორ სახელმწიფოსთან ერთად.
XS
SM
MD
LG