Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ბაღდადის ცენტრში 3 დანაღმული


დღეს ბაღდადის ცენტრში 3 დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც სულ ცოტა 43 ადამიანი დაიღუპა,

დღეს ბაღდადის ცენტრში 3 დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც სულ ცოტა 43 ადამიანი დაიღუპა,
ხოლო 70-ზე მეტი - დაიჭრა. ორი ავტომანქანა აფეთქდა ავტობუსის გაჩერებასთან, ხოლო მესამე - იმ საავადმყოფოს შესასვლელთან, სადაც პირველი 2 აფეთქების შედეგად დაჭრილები მიჰყავდათ. ჩრდილოეთ ერაყში, ქალაქ ქირკუკის მახლობლად, 6 ერაყელი ჯარისკაცი იქნა მოკლული, როცა მეამბოხეებმა მათ ავტომანქანას გაუხსნეს ცეცხლი. ორშაბათს, ერაყის პოლიტიკურმა ლიდერებმა ვერ შეძლეს დანიშნული ვადისთვის ახალი კონსტიტუციის პროექტის შეთანხმება. გუშინ პრემიერ-მინისტრმა იბრაჰიმ ალ-ჯაფარიმ პარლამენტს აღუთქვა, რომ კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა 22 აგვისტოსათვის იქნება დასრულებული.
XS
SM
MD
LG