Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა მკაცრად


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა მკაცრად დაგმო ებრაელი მოსახლის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სამი პალესტინელის მოკვლა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა მკაცრად დაგმო ებრაელი მოსახლის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სამი პალესტინელის მოკვლა.
თავდამსხმელმა კიდევ ოთხი პალესტინელი დაჭრა. შარონმა მომხდარს უწოდა "ებრაული ტერორი", რომელიც მიმართულია იქით, რომ შეაჩეროს ღაზის სექტორიდან მოსახლეთა ევაკუაცია. ტრაგედია ოთხშაბათს მოხდა ებრაული დასახლების სამრეწველო ზონაში. ისრაელმა მოსახლემ უცებ გამოსტაცა იარაღი გუშაგს და ცეცხლი გაუხსნა პალესტინელებს. იგი დაპატიმრებულია. ისრაელის არმიის ცნობით, რვა ნახევარი ათასი მოსახლიდან თითქმის ნახევარი უარს ამბობს, შეასრულოს ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილება ღაზის სექტორიდან წასვლის შესახებ.

XS
SM
MD
LG