Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბებმა ავღანეთში მძევლად აყვანილი ლიბანელი


თალიბებმა ავღანეთში მძევლად აყვანილი ლიბანელი ინჟინერი გაათავისუფლეს მას შემდეგ,

თალიბებმა ავღანეთში მძევლად აყვანილი ლიბანელი ინჟინერი გაათავისუფლეს მას შემდეგ,
რაც თურქულმა ფირმამ, რომელშიც იგი მსახურობდა, ივალდებულა შეწყვიტოს თავისი საქმიანობა ავღანეთში. ლიბანელი მოჰამედ რეზა კვირას გაიტაცეს ზაბულის პროვინციაში. ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს მოჰამედ რეზას გათავისუფლების ფაქტი და განაცხადეს, რომ ლიბანელი ინჟინრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ადრე თალიბებმა, ზაბულის პროვინციაში ავტომაგისტრალის მშენებლობაზე მომუშავე რამდენიმე თურქი და ინდოელი მოქალაქე გაიტაცეს, მაგრამ გამოსასყიდის გადახდის შემდეგ ეს ადამიანები გაათავისუფლეს. მოხდა თუ არა გამოსასყიდის გადახდა მოჰამად რეზას გასათავისუფლებლად, არაა ცნობილი.
XS
SM
MD
LG