Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, არიელ შარონის უფროსმა


ისრაელის პრემიერ-მინისტრის, არიელ შარონის უფროსმა მრჩეველმა რაანან გისინმა განაცხადა,

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, არიელ შარონის უფროსმა მრჩეველმა რაანან გისინმა განაცხადა,
რომ ებრაელ მოსახლეთა იძულებითი ევაკუაცია ღაზის სექტორიდან თავდაპირველად დაგეგმილზე ბევრად უფრო მალე, სამშაბათისთვის დასრულდება. თავდაპირველად მოელოდნენ, რომ 8,500 მოსახლის ევაკუაცია ღაზის სექტორიდან და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე 4 დასახლებიდან 3 კვირას გასტანდა. მას შემდეგ, რაც სამშაბათს ნაშუაღამევს ამოიწურა დანიშნული ვადა, ისრაელის უშიშროების ძალებმა იძულებით დაიწყეს იმ მოსახლეთა ევაკუაცია, ვინც არ დატოვა თავისი სახლი საკუთარი ნებით. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, ებრაელ მოსახლეთა ნახევარზე მეტმა უკვე დატოვა ღაზა. დღეს, უშიშროების ძალები შევიდნენ რამდენიმე დასახლებაში, სადაც იქ დარჩენილი ებრაელები და მათი ულტრა-ნაციონალისტი მომხრეები საპროტესტო დემონსტრაციებს აწყობენ.
XS
SM
MD
LG