Accessibility links

logo-print

გავრცელებული ცნობით, 34 წლის ვარლამ


გავრცელებული ცნობით, 34 წლის ვარლამ ნემსიწვერიძე, რომელსაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის არქივის თანამშრომელი კობა კახაძე

გავრცელებული ცნობით, 34 წლის ვარლამ ნემსიწვერიძე, რომელსაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის არქივის თანამშრომელი კობა კახაძე
დაახლოებით ერთი საათის მანძილზე მძევლად ჰყავდა აყვანილი, სპეცრაზმელმა ერთი გასროლით მოკლა. ძალოვანი სტრუქტურები თავდამსხმელის ლიკვიდაციას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიარაღებული ნემსიწვერიძე რუსთავი 2-ის შენობაში საარქივო მასალების გადაწერის მოთხოვნით შევიდა. "ბერეტას" ტიპის იარაღი კი, რომელიც მას მძევლის შუბლზე ჰქონდა მიბჯენილი, მის სახელზე არ არის გაფორმებული. თავდამსხმელი გენერალურ პროკურორთან შეხვედრასა და პირდაპირი ეთერის დათმობას ითხოვდა. ამ დროისთვის გარკვეულია, რომ მარნეულის რაიონის გამგეობის საფინანსო განყოფილების ყოფილი თანამშრომელი ვარლამ ნემსიწვერიძე წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. რაც შეეხება თავდამსხმელის ფსიქიკურ მდგომარეობას, წარსულში მას პარანოიული შიზოფრენიის დიაგნოზი ჰქონდა დასმული.
XS
SM
MD
LG