Accessibility links

ერაყში ხუთშაბათს მეამბოხეთა მიერ განხორციელებულ


ერაყში ხუთშაბათს მეამბოხეთა მიერ განხორციელებულ რამდენიმე თავდასხმას 12 ერაყელი და 4 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეეწირა.

ერაყში ხუთშაბათს მეამბოხეთა მიერ განხორციელებულ რამდენიმე თავდასხმას 12 ერაყელი და 4 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეეწირა.
ოთხშაბათს კი, პიკის საათის დროს, ავტომობილების აფეთქებებმა 43 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ძალადობის ეს ფაქტები ქვეყნის ახალი კონსტიტუციის შექმნის პროცესს უკავშირდება. საქმე ის არის, რომ კანონმდებლები სუნიტ არაბთა ლიდერებთან საერთო ენის გამონახვას ცდილობდნენ. ერაყის პრემიერ მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კონსტიტუციის პროექტის გარშემო სუნიტ არაბთა ლიდერებთან მოლაპარაკების პროცესი მართლაც განახლდა. ალ-ჯააფარი შეხვდა 4 მათგანს, რომლებმაც პრემიერ-მინისტრს სადავო საკითხების ნუსხა გადასცეს და უთანხმოებათა გარშემო საკუთარი აზრი გამოთქვეს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან სადავო საკითხს ფედერალიზმი წარმოადგენს. ბაღდადში მყოფი ამერიკელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ერაყის აღმშენებლობის პროცესის დაწყება მხოლოდ ახალი კონსტიტუციის პროექტზე მუშაობის სწრაფად დასრულების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ისინი მიიჩნევენ, რომ უცხოელი ინვესტორების მოზიდვაც მხოლოდ ამის შემდეგ მოხერხდება.
XS
SM
MD
LG