Accessibility links

logo-print

ხუთშაბათს სოჭში რუსეთის პრეზიდენტი იორდანიის


ხუთშაბათს სოჭში რუსეთის პრეზიდენტი იორდანიის მეფეს შეხვდა. ვლადიმირ პუტინმა და აბდალა მეორემ,

ხუთშაბათს სოჭში რუსეთის პრეზიდენტი იორდანიის მეფეს შეხვდა. ვლადიმირ პუტინმა და აბდალა მეორემ,
სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებთან ერთად, ტერორიზმის პრობლემა და ერაყში მიმდინარე პროცესები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ, პუტინმა განაცხადა: (ვლადიმირ პუტინის ხმა) "ჩვენ საგანგებო ყურადღება დავუთმეთ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხს. ჩვენი საერთო აზრია, რომ ტერორიზმის დასამარცხებლად არასაკმარისია მხოლოდ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება. აუცილებელია ფართო დიალოგი განსხვავებულ რელიგიებსა და განსხვავებულ ცივილიზაციებს შორის. საჭიროა მწვავე სოციალური პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვა". სააგენტოების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის და იორდანიის მეფე საჭიროდ მიიჩნევენ სპეციალური გრაფიკის შედგენას, რომლის მიხედვითაც კოალიციის ჯარებმა ერაყი უნდა დატოვონ. რადგანაც ბევრი ერაყელი კოალიციის სამხედროებს ოკუპანტებად აღიქვამენ.
XS
SM
MD
LG