Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა უარყო ვლადიმირ პუტინის მოწოდება


აშშ-მა უარყო ვლადიმირ პუტინის მოწოდება,

აშშ-მა უარყო ვლადიმირ პუტინის მოწოდება,
რომ განსაზღვრულ იქნას ერაყიდან კოალიციური ძალების გაყვანის თარიღი. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შინ მაკორმაკმა აღნიშნა, მრავალეროვანი ძალები, მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცები მხოლოდ მას შემდეგ დატოვებენ ერაყს, რაც ერაყის ხელისუფალნი თავად შესძლებენ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას {შინ მაკორმაკის ხმა}: "ვფიქრობ, პრეზიდენტმა ბუშმა ნათლად ჩამოაყალიბა შეერთებული შტატების პოზიცია ერაყში უშიშროების უზრუნველყოფის საკითხში. როცა ერაყის ხელისუფალნი თავად შესძლებენ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას, საერთაშორისო ძალები, და მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცები - გაყვანილ იქნებიან ერაყიდან". 081907 რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის წინადადებას, რომ ამ წლის ბოლომდე რუსეთში, ერაყის პრობლემისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართოს, შინ მაკორმაკმა თქვა, რომ რუსეთმა ივნისში უკვე ბრიუსელში მოწყობილ ამგვარ ფორუმში მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG