Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭომ პარასკევს


საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭომ პარასკევს გამართულ სხომაზე მაუწყებლობის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე თამარ კინწურაშვილი აირჩია.

საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭომ პარასკევს გამართულ სხომაზე მაუწყებლობის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე თამარ კინწურაშვილი აირჩია.
კონკურსში, თამარ კინწურაშვილის გარდა, კიდევ ორი კანდიდატი - ლია მუხაშავრია და სერგო ბიწაძე იღებდნენ მონაწილეობას. კინწურაშვილს მხარი სამეურვეო საბჭოს ექვსმა წევრმა დაუჭირა, უქვსმა ხმა მუხაშავრიას მისცა, ხოლო ერთმა, ნინო ანანიაშვილმა - თავი შეიკავა. თამარ კინწურაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო. 13 აგვისტოს ის გამოვიდა საბჭოს შემადგენლობიდან და გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში შეიტანა განაცხადი. თამარ კინწურაშვილი დაიბადა 1970 წელს. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1993-95 წლებში მუშაობდა გაზეთ “დრონის” კორესპონდენტად, 1995-99 წლებში იყო ამავე გაზეთის პოლიტიკური განყოფილების რედაქტორი, 1999-2002 წლებში გაზეთის რედაქტორის მოადგილე. 2001 წლიდან მუშაობდა “კასტელი – საქართველოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერად. 2001 წლიდან დღემდე არის ჟურნალ “თავისუფლების” რედაქტორი და არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტის” მედიაპროგრამების დირექტორი.
XS
SM
MD
LG