Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის კონსტიტუციის პროექტზე მომუშავეთა შორის


ერაყის კონსტიტუციის პროექტზე მომუშავეთა შორის მწვავე კამათს იწვევს 2 ძირითადი საკითხი: ისლამის როლი ქვეყნის ცხოვრებაში და

ერაყის კონსტიტუციის პროექტზე მომუშავეთა შორის მწვავე კამათს იწვევს 2 ძირითადი საკითხი: ისლამის როლი ქვეყნის ცხოვრებაში და
ნავთობის გაყიდვის გზით მიღებული ფულის განაწილება. ჯერჯერობით უცნობია, მიაღწევენ თუ არა მხარეები შეთანხმებას ფედერალიზმთან დაკავშირებულ ასევე სადავო საკითხზე. ძირითადად ქურთებით დასახლებულ ქალაქ კირკუკში დღეს არაბებმა ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია მოაწყვეს. რამდენიმე ასეული ადამიანი ხმამაღლა გაჰყვიროდა: "კი – ერთიანობას, არა - ფედერალიზმს". ერაყის კონსტიტუციის პროექტი, შეთანხმებისამებრ, ორშაბათს საღამოს უკვე მზად უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG