Accessibility links

logo-print

ისრაელის განცხადებით, ებრაელ მოსახლეთა 85


ისრაელის განცხადებით, ებრაელ მოსახლეთა 85 პროცენტი ღაზის სექტორიდან უკვე ევაკუირებულია და აღნიშნული პროცესის დასრულება სავარაუდოდ

ისრაელის განცხადებით, ებრაელ მოსახლეთა 85 პროცენტი ღაზის სექტორიდან უკვე ევაკუირებულია და აღნიშნული პროცესის დასრულება სავარაუდოდ
ორშაბათისთვის მოხერხდება. იძულებითი ევაკუაცია, რომელიც 3 დღეა დაიწყო, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ისრაელმა სამხედროებმა 21 ებრაული დასახლებიდან 17 ბოლომდე დაცალეს. პალესტინის პრემიერ-მინისტრმა მაჰმუდ აბასმა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღად 25 იანვარი დაასახელა. აბასმა ასევე თქვა, რომ ღაზის სექტორის ყოფილ ებრაულ დასახლება მორაგში პალესტინელებისთვის 3000 ახალი სახლი აშენდება.
XS
SM
MD
LG