Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა, რომელიც გერმანიის ქალაქ


რომის პაპმა, რომელიც გერმანიის ქალაქ კიოლნში იმყოფება, დღეს მუსლიმანურ სამყაროს ქრისტიანულთან შეკავშირებისკენ მოუწოდა.

რომის პაპმა, რომელიც გერმანიის ქალაქ კიოლნში იმყოფება, დღეს მუსლიმანურ სამყაროს ქრისტიანულთან შეკავშირებისკენ მოუწოდა.
ამგვარ კავშირს ბენედიქტე მე-16 აუცილებლად მიიჩნევს ტერორიზმის დასამარცხებლად. კიოლნში, გერმანიის მუსლიმანი ლიდერების წინაშე გამოსვლისას, პაპმა მათ შუღლისა და შეუმწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურება ურჩია. რადგანაც ტერორიზმის სათავეს სწორედ ეს ორი სენი წარმოადგენს. ბენედიქტე მე-16-ის თქმით, იმისათვის, რომ ტერორისტებმა მუსლიმანური და ქრისტიანული სამყაროს დაპირისპირება ვერ შეძლონ (რაც მათ მიზანს წარმოადგენს), საჭიროა გულწრფელი დიალოგი ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის. დღესვე, რომის პაპი გერმანიის კანცლერს – გერჰარდ შრიოდერს შეხვდა, ხოლო ხვალ ის კიოლნში, ღია ცის ქვეშ, მესას ჩაატარებს. მსოფლიოს კათოლიკე ახალგაზრდების ფესტივალისადმი მიძღვნილ მესაზე 800 ათასი ადამიანის დასწრებას ელოდებიან.
XS
SM
MD
LG