Accessibility links

საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტი დაასრულა


საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტი დაასრულა ევროსაბჭოს

საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტი დაასრულა ევროსაბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რენე ვან დერ ლინდენმა. ვიზიტის მსვლელობაში იგი შეხვდა სახელისუფლებო პარტიის, საპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. დღეს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ვან დერ ლინდენმა განაცხადა, რომ აუცილებლად მიიჩნევს საარჩევნო ბარიერის 7-დან 5 პროცენტამდე შემცირებას. მისივე თქმით, მართალია, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, საქართველოში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა, მაგრამ ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების სრულფასოვნად დამკვიდრებისთვის კიდევ ბევრია გასაკეთებელი. თბილისიდან რენე ვან დერ ლინდენი ბაქოში გაემგზავრა.
XS
SM
MD
LG