Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიის აპარატის უფროსის მამუკა


თბილისის მერიის აპარატის უფროსის მამუკა ახვლედიანის თქმით, დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსების არც ერთი ხაზი

თბილისის მერიის აპარატის უფროსის მამუკა ახვლედიანის თქმით, დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსების არც ერთი ხაზი
არ გაუქმებულა და აქამდე მოქმედი ყველა ხაზი ორშაბათიდან მუშაობას განაგრძობს. როგორც ახვლედიანმა "ინტერპრესნიუსის" სააგენტოსთან საუბარში აღნიშნა, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ შემუშავებული ახალი სქემით, ის სამარშრუტო ტაქსები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მოძრაობდნენ, სანაპიროზე გადავლენ. ორშაბათიდან არც ერთი სამარშრუტო ტაქსი აღარ გაივლის რუსთაველის, ჭავჭავაძის, მელიქიშვილის გამზირებსა და კოსტავას ქუჩის ნაწილს. სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ამ გადაწყვეტილების გამო ხვალ საპროტესტო აქციის დაწყებას გეგმავენ.
XS
SM
MD
LG