Accessibility links

პოლიციის ცნობით, უშიშროების სამსახურის სულ


პოლიციის ცნობით, უშიშროების სამსახურის სულ ცოტა 17 თანამშრომელი იქნა მოკლული

პოლიციის ცნობით, უშიშროების სამსახურის სულ ცოტა 17 თანამშრომელი იქნა მოკლული
ერაყის სხვადასხვა ნაწილებში მეამბოხეთა მიერ განხორციელებული თავდასხმების დროს. 8 ერაყელი პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 4 დაიჭრა წუხელ ბაღდადში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. პოლიციის ცნობით, აფეთქება ერაყის დედაქალაქის ქარადას რაიონში ხიდის მახლობლად მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტში მოხდა. კიდევ 8 პოლიციელი და 2 სამოქალაქო პირი დღეს დაიღუპა, როცა მათი ავტობუსი შეიარაღებულმა ბოროტმოქმედებმა დაცხრილეს ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე თარმიას დასახლებაში. ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ ქირკუქში, შეიარაღებულმა პირებმა ერაყის უშიშროების უწყების კონტრ-ტერორისტული განყოფილების თანამშრომელი, კაპიტანი იბრაჰიმ საედი და მისი ცოლი მოკლეს. იუწყებიან აგრეთვე, რომ პოლიციელებმა 5 მამაკაცის გვამები ნახეს ბაღდადის სხვადასხვა უბნებში. ხუთივეს ხელები შეკრული, თვალები ახვეული, ხოლო ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. იუწყებიან, რომ დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა განახორციელეს დღეს ბადრაგზე, რომელსაც ორი მაღალი ჩინის უკრაინელი დიპლომატი მიჰყავდა. თანმხლებმა დაცვამ უვნებელყო ეს თავდასხმა. უკრაინელი დიპლომატები არ დაშავებულან. უკრაინის 1,650-კაციანი კონტინგენტის ეტაპობრივი გაყვანა ერაყიდან ამ წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. ერაყში - 18 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამასობაში, ამერიკელი სამხედროები იუწყებიან, რომ დასახლება თალ აფარში, 400-დე კილომეტრში ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთით დღეს 2 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, როცა სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას მათი ავტომანქანა გადაბრუნდა.
XS
SM
MD
LG