Accessibility links

logo-print

სამხრეთი ერაყის ქალაქ ბასრაში დღეს


სამხრეთი ერაყის ქალაქ ბასრაში დღეს, პირველად განვლილი 15 წლის მანძილზე, საერთაშორისო საჰაერო რეისი განხორციელდა.

სამხრეთი ერაყის ქალაქ ბასრაში დღეს, პირველად განვლილი 15 წლის მანძილზე, საერთაშორისო საჰაერო რეისი განხორციელდა.
ავიაკომპანია "ფენიქსის" თვითმფრინავმა დუბაიდან 22 მგზავრი ჩაიყვანაბასრაში. კომპანია კვირაში 2 რეისს განახორციელებს დუბაისა და ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ ბასრას შორის. ჩასულ მგზავრებს აეროპორტში ბასრას გუბერნატორი მოჰამად ალ-ვაილი მიესალმა. მოყოლებული 1990 წლიდან, როცა ერაყის მიერ მეზობელ ქუვეითში განხორციელებული ინტერვენციის გამო გაერომ ეკონომიკური სანქციები მიიღო ბაღდადის წინააღმდეგ, უცხოეთის არცერთი თვიმფრინავი ბასრაში არ ჩასულა.
XS
SM
MD
LG