Accessibility links

რუსეთის დროშის დღესთან დაკავშირებით აქცია


რუსეთის დროშის დღესთან დაკავშირებით აქცია მოაწყეს დღეს მოსკოვში პარტია "მემარჯვენე ძალთა კავშირის" აქტივისტებმა.

რუსეთის დროშის დღესთან დაკავშირებით აქცია მოაწყეს დღეს მოსკოვში პარტია "მემარჯვენე ძალთა კავშირის" აქტივისტებმა.
800-დე ადამიანმა სვლა მოაწყო მთავრობის სახლიდან კალინინის პროსპექტამდე, სადაც თავისუფალი რუსეთის დამცველთა მემორიალური ძეგლია აგებული. დემონსტრანტებს, ასმეტრიანი დროშა მიჰქონდათ. მსვლელობას წინ უძღოდნენ "მემარჯვენე ძალთა კავშირის" ლიდერები: ნიკიტა ბელიხი, ბორის ნადეჟდინი, აგრეთვე ეგორ გაიდარის ქალიშვილი - მარია. აქცია დამთავრდა მიტინგით, რომელსაც უფლებადამცველები და 1991 წლის აგვისტოს პუტჩის მონაწილეები ესწრებოდნენ.
XS
SM
MD
LG